“შევთანხმდით, რომ ევროკავშირს ახალი ინიციატივით მივმართოთ” – დავით ზალკალიანი

“უკრაინა, მოლდოვა და საქართველო შევთანხმდით, რომ კიდევ ახალი ინიციატივით მივმართოთ ევროკავშირს, რომ ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც არსებობს, კიდევ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული სამეულთან მიმართებაში”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

იქიდან გამომდინარე, რომ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ტარდება, მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მზადება სამეულის ფორმატში.

“ის წინადადებები, რომელიც ბრატისლავას ეუთო-ს მინისტერიალზე წარვადგინეთ, არის დღის წესრიგში და აქტუალური. ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ ახალი ინიციატივებით მივმართოთ ევროკავშირს, რომ ის ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც არსებობს და პრინციპი მეტი-მეტისთვის, კიდევ უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული სამეულთან მიმართებაში. ჩვენ უკვე შეთანხმებული ვართ ერთობლივ ინიციატივაზე და ერთობლივი ინიციატივით მივმართავთ ევროკავშირს, შესაძლოა, ეს იყოს ერთობლივი წერილის ფორმატი“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მსგავსი თემები