“შედეგები მეტყველებს, რომ საქართველომ პანდემიასთან ბრძოლას უაღრესად წარმატებულად გაართვა თავი” – ზალკანიანი

პრემიერის დღევანდელი გამოსვლა და ის ფაქტი, რომ მან თავისი ინიციატივით გადაწყვიტა პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე გამოსვლა და საუბარი გაწეული საქმიანობის შესახებ, ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტში გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

„საათნახევრის განმავლობაში პრემიერმა ისაუბრა ყველა იმ ძირითად საქმიანობაზე, რომელიც ბოლო სამი თვის განმავლობაში განახორციელა საკოორდინაციო საბჭომ და მთავრობამ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით.

ფაქტია, რომ განხორციელებული საქმიანობა და შედეგები მეტყველებს, რომ საქართველომ უაღრესად წარმატებულად გაართვა თავი პანდემიასთან ბრძოლას. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი შეფასება. ეს არის ის შეფასება, რომელსაც ვისმენთ საერთაშორისო პარტნიორების და ორგანიზაციების მხრიდან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან საქართველოს აქვს უმაღლესი შეფასება“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

მსგავსი თემები