“შეგიძლიათ, მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ” – პრეზიდენტი შეწყალებაზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით კომენტარს ისევ არ აკეთებს. 

პრეზიდენტის თქმით, შეწყალებაზე ახსნა-განმარტების უფლემა მას არ აქვს.

“შეგიძლიათ, მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ პირთა შორის, ერთი 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის გასამართლებულია, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს.

მსგავსი თემები