შალვა შავგულიძე: „ქართული ოცნება“ იუსტიციის საბჭოს კლანს ისევ შეუზღუდავს ტოვებს“

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, შალვა შავგულიძის თქმით, თუ პარლამენტი მის მოწოდებას ყურად არ იღებს, „ევროპული საქართველოს“ საპარლემენტო ფრაქცია ამ ინიციატივას საკანონმდებლო ორგანოს დრის წესრიგში დააყენებს და მაგვარად აიძულებს მას იმსჯელონ ღიად ამ საკითხზე. საქმე ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, შოთა ქადაგიძის, ლევან გზირიშვილისა და ზაზა ხარებავას უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეუწყვეტას.შავგულიძის განცხადებით, პარლამენტის მიერ არჩეული ეს სამი წევრი თავიანთ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებდა.

„ამის ნათელი მაგალითი იყო, არამოსამართლე წევრების მიერ მხარდაჭერილი მოსამართლეთა სია, რომელიც თავად პარლამენტმაც კი ვერ განიხილა, რადგან სია პროცედურებისა და კრიტერიუმების გარეშე იყო წარდგენილი. პარლამენტმა თავისი მოქმედებით აღიარა, რომ ეს უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულება იყო. იმის წინაშე ვდგავართ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, სიტუაცია შექმნას, თითქოს შეიმუშავებს კრიტერიუმებს, მაგრამ უკვე პირველი მოსმენით აქვს მიღებული ისეთი კრიტერიუმები, რითაც კანდიდატების შერჩევას სასამართლო სისტემაში გაბატონებული კლანის პრეროგატივად აქცევს. მათთვის სასურველ წევრებს წარადგენენ და უზენაეს სასამართლოში სწორედ ეს კლანი შეავსებს მისთვის სასურველი პირებით ვაკანსიებს. ამგვარად „ქართული ოცნება“ ქმნის ყალბ სურათს და სინამდვილეში იუსტიციის საბჭოს კლანს დისკრეციას შეუზღუდავად უტოვებს,“ – განაცხადა შავგულიძემ

მისი შეფასებით, აღნიშნული პირების სამართალი საზოგადოებისთვის მიუღებელია და მათი სამართლის საზოგადოებას არ სჯერა. შავგულიძე თითოეულ დეპუტატს მიმართავს, რომ გააცნობიერონ საზოგადოების მიმართ აღებული პასუხისმგებლობა და განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ მიდგომით სასამართლოდან სამუდამოდ გაქრება სანდო და დამოუკიდებელი მოსამართლეები, მოსამართლეები, რომლებსაც ენდობა ხალხი, ჩვენი საზოგადოება.

მსგავსი თემები