შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, გასათამაშებლად სამეულში ჩასვან

მთავარი პროკურორობის კანდიდატი შალვა შავგულიძე არ გამორიცხავს, რომ 3 კანდიდატს შორის მოხვდეს, რომელსაც მინისტრი თეა წულუკიანი  წაპროკურორო საბჭოს წარუდგენს. თუმცა, მისივე შეფასებით, აღნიშნული ერთგვარი სატყუარა იქნება.

ამ თემასთან დაკავშირებით მთავარი პროკურორობის კანდიდატმა დღეს მედიაცენტრ „მთავარში“ ისაუბრა.

„სამეულში მოვხვდები თუ არა, ვერ გეტყვით, არ ვიცი, არ არის გამორიცხული, რომ მოვხვდე იმის გამო, რომ სათქმელად მაინც  ჰქონდეთ, რომ სამეულში ოპოზიციის კანდიდატი მოხვდა. ეს შეიძლება იმის გამოც მოხდეს, რომ  თავად მინისტრმა, სამინისტრომ და  ხელისუფლებამ არ აიღოს პასუხისმგებლობა ოპოზიციური კანდიდატის დაბლოკვაზე. ამიტომ, შესაძლებელია, ჩემი კანდიდატურა გადააგზავნონ საპროკურორო საბჭოში, მაგრამ არსებული მაკნიერი კანონის გამო, საპროკურორო საბჭო აბსოლუტური კონტროლის ქვეშაა. შესაბამისად, ის იმ გადაწყვეტიელბას მიიღებს, რომელ კანდიდატზეც მიუთითებენ. სამეულში კი ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად შალვა თადუმაძეს ვხედავ“ – აღნიშნა შალვა შავგულიძემ „მთავარში“.

მსგავსი თემები