“შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას დღევანდელ გერმანიას ადარებს” – გია ვოლსკი

“შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას დღევანდელ გერმანიას ადარებს”, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი „ლეიბორისტების“ ლიდერის დღევანდელი განცხადების შეფასებისას.

„შალვა ნათელაშვილი ჰიტლერის გერმანიას ადარებს დღევანდელ გერმანიას და მათ ცოდვებს დღევანდელ გერმანიას ეკითხება, მათ ელჩს კორუმპირებულს უწოდებს, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართლოს კორუმპირებულობაზე ალაპარაკდა გაერთიანებული ოპოზიცია.

საერთაშორისო საზოგადოებამ სიღრმისეულად უნდა გააანალიზოს, რასთან და ვისთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს გია ვოლსკი.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი“.

მსგავსი თემები