შალვა კიკნაველიძე: მისასალმებელია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაგეგმილი პროექტები

ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის დღევანდელ გამოსვლას გამოეხმაურა და სამინისტროს მიერ განსახორციელებელი პროექტები დადებითად შეაფასა.

„ნამდვილად მისასალმებელია ის პროექტები და მასშტაბური სამუშაოები, რაც წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერაა დაგეგმილი. მისასალმებელია, რომ იწყება ხევი-არგვეთის მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დეპუტატმა მაია ცქიტიშვილის მოხსენების შემდეგ, რომლითაც ის საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წარსდგა.   

მსგავსი თემები