შალვა კერესელიძემ შშმ პირებს საახალწლო საჩუქრები გადასცა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, პირველ მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, თიანეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებას ესტუმრა და ადგილობრივებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

შალვა კერესელიძემ სოფლებში – სიმონიანთ ხევი, ტუშურები და დაბა სიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ა(ა)იპ ინვესტიციებისა და ჰუმანიტარული პროექტების გაერთიანების და შპს „ელიტმოტორსის“ მხარდაჭერით, ეტლები და ტკბილეული გადასცა.

მხარის რწმუნებული სოფელ ჩაბანოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაშიც მივიდა და აღსაზრდელებს დამდეგი ახალი წელი სიმბოლური საჩუქრებით მიულოცა.

 

მსგავსი თემები