შავ ზღვაში 5 ბალიანი შტორმია

ფოთისა და ყულევის სანაპირო ზოლში ოთხ-ხუთ ბალიანი შტორმი ფიქსირდება.

ჰიდროგრაფიული სამსახურის სინოპტიკური სამმართველოს ინფორმაციით, ამ მხრივ ხვალ და ზეგ ვითარება შედარებით გამოსწორდება და ზღვაზე შტორმის სიმაღლე სამ-ოთხ ბალამდე შემცირდება.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, სინოპტიკოსები, ხვალინდელი დღის ჩათვლით 7-9 გრადუსს, ხოლო 2 თებერვალს 8-10 გრადუსს ვარაუდობენ.

მსგავსი თემები