“შავი სიის” განულების ერთიან ბაზას კიდევ 2 ბანკის მონაცემები დაემატა

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდ vali.ge -ს ერთიან ბაზას “ბაზის ბანკისა” და “ტერა ბანკის” მონაცემები დაემატა,  ვებგვერდზე უკვე 414 223 მსესხებლის, 699 949 სასესხო ჩანაწერის შესახებ არის ინფორმაცია, რომლის ჯამური დავალიანების თანხა 300 მილიონზე მერი ლარია.

ამ ეტაპისთვის, ვებ-გვერდზე ატვირთულია 9 საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს „სილქ როუდ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „იშბანკი საქართველო“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ , სს „ბაზის ბანკი“ , სს „ტერა ბანკი“.

ვებ-გვერდზე საკუთარი მონაცემების შესამოწმებლად საჭიროა: მსესხებლის პირადი ნომრის, დაბადების დღე/ თვე/ წლის შეყვანა; უსაფრთხოების მიზნით სპეციალური გრაფის მონიშვნა.

აღნიშნული ეტაპების გავლის შემდეგ, თუ მსესხებელი იპოვის თავის მონაცემებს, ეს ნიშნავს, რომ მას 15 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში გაუნულდება ვებგვერდზე გამოტანილი დავალიანება.

ფინანსთან სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურ რეჟიმში, ინტენსიურად მიმდინარეობს სხვა საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება და უახლოეს პერიოდში, ერთიან მონაცემთა ბაზას კვლავ დაემატება განახლებული მონაცემები.

მსგავსი თემები