“შავი სალარო” სხვაგან ეძებეთ – ნანა კაკაბაძე მოძრაობა “არა ნაციმს, არა მიშას!” დაფინანსებაზე

საზოგადოებრივი მოძრაობა “არა ნაციმს, არა მიშას!” წევრები მათი დაფინანსების წყაროს ძიებით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებენ, პირველ რიგში საკუთარი დაფინანსების წყარო გაასაჯაროონ, რომლებიც “ნაცმოძრაობის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგით ცხოვრობენ”.

როგორც უფლებდამცველი ნანა კაკაბაძე აცხადებს, ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას შეუძლია დაიწყოს მოძრაობა “არა ნაციმს, არა მიშას!” დაფინანსების შემოწმება და ე.წ შავი სალაროს ძიების პროცესი  სხვა „გამოჩენილი“ არასამთავ­რობო ორგანიზაციების შემოწმებით განაგრძონ.

ამასთან დაკავშირებით ნანა კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს: “საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მოითხოვს იმ აქტივობების დაფინანსების წყაროს შემოწმებას, რომელიც მიმდინარეობს სლო­გა­ნით „არა ნაციზმს, არა მიშას!“ იმ ადამიანების მხრიდან, რომელიც ნაცმოძრაობის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგით ცხოვრობენ, არ არის გასაკვირი, რომ მყისიერად გამოეხმაურნენ 13 ნოემბრის “რუსთავი 2”-ის მორიგ ცრუ ინფორმაციას იმასთან დაკავ­ში­რებით, რომ თურმე ჩვენი მოძრაობა (ანუ ერთი თვით ოფისის დაქირავება და მხარდამჭერთა მობილიზაციის მიზნით მათთვის ტრანსპორტით მომსახურების შე­თა­ვა­ზება) თურმე „ქართული ოცნების“ ე.წ შავი სალაროდან ფინანსდება.

​ვინც თავისი პატრონებისაგან მიღებული დაფინანსების გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამს, იმ ხალ­ხის­თვის დაუჯერებელია, რომ (შვილმოკლულმა ოჯახებმა, ნაციონალების მიერ ღირსებაშელახულმა ადამიანებმა, ქონებაწართმეულებმა) ღირებულებებისა და იდეის გამო, ენთუ­ზიაზ­მით ან თუნდაც საკუთარი ხარჯებით მიმართონ მოქალაქეობრივ აქტივობებს, რათა ქვე­ყანაში არ დაბრუნდეს ფაშისტური მეთოდებით მოქმედი ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ მივესალმებით მათ მოთხოვნას, თუნდაც იმის საჩვენებლად, თუ როგორი ენთუზიაზმით შეუძლიათ მობილიზება მოქალაქეებს, როდესაც ქვეყანა დგება რეა­ლუ­რი საფრთხის წინაშე. ასე რომ, მობრძანდით და შეგვამოწმეთ.

პარალელურად მოვითხოვთ, შემოწმდეს ყველა „გამოჩენილი“ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები და ხარჯების მიზნობრიობა, ვინაიდან სწორედ ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოაწყვეს 2003 წლის სახელმწიფო გადატრია­ლება მათ ხელთ არსებული უზარმაზარი დაფინანსების გამოყენებით, მოვიდნენ ხელისუფლებაში, მინისტრე­ბად, მერებად, დეპუტატე­ბად თუ მოსამართლეებად: გიგა ბოკერია(თავისუფლების ინსტიტუტი), გიგი უგულავა(ალპე+თავისუფლების ინსტიტუტი), ზურაბ ჭიაბერაშვილი (სამართლიანი არჩევნები+თავისუფლების ინსტიტუტი), ოთარ კახიძე (თავისუფლების ინსტიტუტი), დავით ზურაბიშვილი(თავისუფლების ინსტიტუტი), თინა ხიდაშე­ლი, დავით უსუფაშვილი(ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), კახა ლომაია (სოროსის ფონდი), გოკა გაბაშვილი(სოროსის ფონდი), დავით დარჩიაშვილი(სოროსის ფონდი), ანა ჟვანია(ევრაზიის ფონდი+თავისუფლების ინსტიტუტი), კოტე ვარძელაშვილი(პრეს-კლუბი+თავისუფლების ინსტიტუტი), გიორგი პაპუაშვილი(ახალგაზრდა იურისტები+თავისუფლების ისტიტუტი), დალი ხომერიკი (ამერიკის საელჩოში გრანტების მენეჯერი), გივი თარგამაძე(თავისუფლების ინსტიტუტი), აკო მინა­შვილი(თავისუფლების ინსტიტუტი+კმარა), ჩიორა თაქთაქი­შვილი(თავისუფლების ინსტიტუტი+კმარა), ვანო მერაბიშვილი(თავისუფლების ინსტიტუტი+კმარა), ამირან მესხელი(თავისუფლების ინსტიტუტი), ზურაბ ადეი­შვილი(თავისუფლების ინსტიტუტი), ბაჩო ახალაია(თავისუფლების ინსტიტუტი+კმარა), დათა ახალაია(თავისუფლების ინსტიტუტი+კმარა), გიორგი ონიანი(კმარა), გიორგი კანდელაკი(თავისუფლების ინსტიტუტი), გია გეწაძე(ახალგაზრდა იურისტები+აირისი), ეროსი კიწმარიშვილი(რუსთავი 2), ნონა წოწორია(აირისი+ახალგაზრდა იურისტები), გურამ დონაძე(რუსთავი2), ირმა ნადირაშვილი (რუსთავი2)და სხვები.

​სწორედ ასეთი ვითომ ნეიტრალური არასამთავრობოები იყენებდნენ „შავ სალაროებს“ სახელმწიფო გადა­ტრია­­ლებისათვის. შემდგომ უეცრად „ნეიტრალური და მიუკერძოებელი“ ექსპერტებიდან და უფლებადა­მ­ცვე­ლე­ბიდან იქ­ცნენ ფაშისტურ პოლიტიკურ ძალად, მკვლელებად, მწამებლებად, რეკეტიორებად. არსებობს დასაბუ­თე­ბული ვარაუდი, რომ ასეთი „გამოჩენილი უფლებადაცველები“ძველი გამოცდილებით ახლაც შეეცადონ იგივე გზით გაპოლიტიკოსებას“.

მსგავსი თემები