“შავი ზღვა, ნატოსთვის უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება”, – მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნატოს უსაფრთხოებაზე საუბარი შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ნატოს გენერალურ მდივანთან, იან სტოლტენბერგთან სწორედ შავი ზღვის უსაფრთხოებასა და სამომავალო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

“შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. შავი ზღვა უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება ნატოსთვის. განვიხილეთ ბრიუსელის მიერ შავ ზღვაზე მიღებული გადაწყვეტილებები, შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში და ამავე დროს, დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ნატოს გენერალური მდივნის იან სტოლტენბერგის ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ნატოს გენერალური მდივანი საქართველოშია და ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.

მსგავსი თემები