ყოფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყება – თბილისის მერი 

 თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე კლდის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის დევალებით, ზედამხედველობის სამსახური მოკვლევა დაიწყებს, თუ რა კვლევების საფუძველზე წარიმართა სამშენებლო სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, თავის მოადგილე ილია ელოშვილსა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებს დაავალა, დღევე დაიბარონ სამშენებლო კომპანიის ხელმძღანელები და განიხილონ ყველა დოკუმენტაცია.

“იცით, რომ ყიფიანის ქუჩაზე, სადაც სასტუმრო შენდება, ჩამოიშალა კლდე. შეისწავლეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო მერიაში, რა კვლევებს ეფუძნებოდა და როგორ წარიმართა სამშენებლო სამუშაოები. დღის ბოლომდე გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე კლდის მასა ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.   

მსგავსი თემები