ყოველი მეორე გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს

საზოგადოებრივი აზრის კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეორე გამოკითხული გერმანელი მზადაა, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთოს, თუ მეცნიერები ვაქცინას შექმნიან.

კვლევაში სულ 2 056 რესპონდენტი მონაწილეობდა. ვაქცინაციის მომხრეთა შორის კაცები ჭარბობენ.

გერმანიის მთავრობამ არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს, თუმცა რიგი ექიმები ასეთი ზომის გატარებას ითხოვენ. ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 2021 წლამდე ვაქცინის შექმნა ნაკლებად სავარაუდოა.

მსგავსი თემები