“ყოველთვის ვართ მზად, ქართული მუსიკა საზღვრებს გარეთ გავიტანოთ და ყველას გავაცნოთ” – ბელა ბერკემერ-მახარაძე

გერმანიაში მცხოვრებმა ცნობილმა მევიოლინემ ბელა-ბერკემერ მახარაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე, მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მეუღლესთან, გერმანელ კომპოზიტორსა და დირიჟორთან უვე ბერკემერთან ერთად, ყოველთვის ცდილობენ, საზღვარგარეთ ქართულ მუსიკის პოპულარიზაცია გაუწიონ.

ბელა-ბერკემერ მახარაძის განცხადებით, სწორედ ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის, 1 ნოემბერს, გერმანიაში, ბაროკოს სასახლეში, ფესტივალი გაიმართება, სადაც, წყვილი კავკასიურ კამერულ ორკესტრთან ერთად დაუკრავს.

“1  ნოემბერრიდან,  ჩემი მეუღლე 3 დღიან ფესტივალს ატარებს, სადაც მოწვეულია კავკასიური კამერული ორკესტრი. ბაროკოს სასახლეში დავუკრავ ბახის კამერულ კონცერტს. ჩემი მეუღლე, ორკესტრთან ერთად შეასრულებს ქართულ სიმღერებს. ბევრი ქართული მუსიკა იქნება იქ. ყოველთვის მზად ვართ, ქართული მუსიკა გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ,” – განაცხადა ბელა-ბერკემერ მახარაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

ცნობილმა ქართველმა მევიოლინემ აღნიშნა, რომ პირველ ნოემბერს, გერმანიის ერთ-ერთ ტაძარში, მისი კონცერტი გაიმართება, სადაც ბახის ნაწარმოებს დაუკრავს.

“პირველ ნოემბერს გერმანიაში, ერთ-ერთ ულამაზეს ტაძარში კონცერტი მექნება, სადაც ჩვენი ორკესტრია მოწვეული და ბახის კონცერტს დავუკრავ როგორც სოლისტი,” – განაცხადა ბელა ბერკემერ-მახარაძემ.

ბელა ბერკემერ-მახარაძე და მისი მეუღლე უვე ბერკემერი საქართველოშ იმყოფებიან. მართალია, ამჯერად, ზუგდიდში დაგეგმილი მათი კონცერტი გადაიდო, თუმცა, წყვილს იმედი აქვს, რომ ქართველ მსმენელს კიდევ არაერთხელ გაახარებს.

მსგავსი თემები