“ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი თუ არ დაგვემატება, პიკურ მდგომარეობას ავიცილებთ” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების ეტაპობრივი მატება თუ გაგრძელდება, შესაძლოა, პიკური მდგომარეობა ქვეყანამ თავიდან აიცილოს.

„პიკი პიკია, მაგრამ თუ ჩვენ ზომიერი, კონტროლირებადი მატება გვექნება, თქვენთან გამოვდივარ და ვცდილობ ხოლმე ყოველდღიური ანალიზი გავაკეთო, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური მატება ასეთია, 7, 14, შემდეგ ისევ 8, 15. საშუალო მაჩვენებელი რომ გადავიანგარიშე ამ ერთი კვირის განმავლობაში, დღესი 10 პაციენტი გამოდის. თუ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად საშუალოდ 10 პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ეს ძალიან კარგია და პიკური მდგომარეობა აგვშორდება. მატება გვექნება, მაგრამ ისეთი მატება იქნება, რომლის გამკლავება არ გაგვიჭირდება“ , – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები