“ყვითელი ფოთლების დრო შეარჩია მისმა სულმა და სხვა მელოდიაში გადაინაცვლა” – გიორგი კეკელიძე

“ყვითელი ფოთლების დრო შეარჩია მისმა სულმა და სხვა მელოდიაში გადაინაცვლა”, – ასე ეხმიანება მწერალი და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე კომპოზიტორ გია ყანჩელის გარდაცვალებას.

გიორგი კეკელიძე ამაყობს, რომ ასეთ გენიალურ კომპოზიტორს იცნობდა.

“ვწუხვარ დიდი მუსიკოსის, გია ყანჩელის გარდაცვალების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ყოველდღიურობას მოწყვეტილი მოგეჩვენებოდათ, სრულიად პირიქით იყო – წელიც არ არის, რაღაც ღონისძიებაზე შევხვდით და მითხრა, ვამაყობ, რა მაგარ საქმეებს აკეთებთო და მერე თითქმის ყველა სოფელი ჩამომითვალა, სადაც წიგნი ჩაგვიტანია. ჩვენი მაგარი საქმეებისა რა მოგახსენოთ, მე კი იმით ვამაყობ, რომ მას ვიცნობდი. ყვითელი ფოთლების დრო შეარჩია მისმა სულმა და სხვა მელოდიაში გადაინაცვლა“,- წერს კეკელიძე.

ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, ყველასათვის საყვარელი კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მსგავსი თემები