“ყველა ქართველი, რომელიც შვეიცარიისგან თავშესაფარს ითხოვს, უარს მიიღებს” – მარიო გატიკერი

“ყველა ქართველი, რომელიც შვეიცარიისგან თავშესაფარს ითხოვს, უარს მიიღებს. ეს ეხმარება საქართველოს,  რომ ვიზალიბერალიზაცია არ შეუწყდეს”, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა შვეიცარიის სახელმწიფო მდივანმა, მარიო გატიკერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გატიკერის თქმით, საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნები გაიზარდა, რაც პრობლემას წარმოადგენს.

ამასთან, როგორც პრესკონფერენციაზე აღინიშნა, 16 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას უკონტროლო მიგრაციის აღმოსაფხვრელად. 

„იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს შს სამინისტროსთან ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა, ეს დეკლარაცია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის მიგრაციის საკითხებში ურთიერთობების გაღრმავებას. ამის მიზეზი კი არის ეკონომიკური. საქართველო შვეიცარიაში თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით, მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ახლა ეს მაჩვენებელი მესამე ადგილზეა. შესაბამისად, ეს არის სწორედ, რაც გვაშფოთებს. 2016 წელს ჩვენ მივიღეთ 2000-მდე თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნა, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი კონკრეტული მიზეზი, რატომ ითხოვდნენ თავშესაფარს. არც ერთი არ დაკმაყოფილდა”,- განაცხადა მარიო გატიკერმა.

მსგავსი თემები