„ამ შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიცია არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას” – ირაკლი კობახიძე

„ყველა, ვინც ჯანსაღად აფასებს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, დაინტერესებულია იმით, რომ არავითარი საფრთხე არ შეექმნას საკონსტიტუციო ცვლილებებს და ბუნებრივია, ისინი მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ თავადაც შეასრულონ ის შეთანხმება, რომელსაც მოაწერეს ხელი“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი, ირაკლი კობახიძე ფრანგულ გამოცემა Contrepoints – ში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ნათქვამია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წახალისების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიების ყოყმანმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოში ევროპული მომავლისთვის გადამწყვეტი საარჩევნო რეფორმის განხორციელებას.

„დღეს საუბარი გვაქვს იმაზე, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ აპირებს დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად და ორ ფრაქციასთან ერთად, ამ პროექტის მხარდაჭერას, რაც არ არის ნორმალური მოვლენა გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში, რადიკალური ოპოზიცია არ ასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას. ეს არ არის სწორი და ამით ისინი საკუთარ თავს მიაყენებენ პირველ რიგში, ზიანს“,- განცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მსგავსი თემები