ყველა ეკლესიასთან პოლიციის ეკიპაჟების მობილიზება მოხდება – მთავრობის საგანგებო განცხადება

“ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინიტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს სულ მცირე, ორ მეტრიანი სოციალური დისტანცია.

„ხოლო მცირე ზომის ეკლესიაში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები. ამასთან, ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდანტის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანციის დაცვას.

დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა, რომლის ფარგლებში დაწესებული კომენდანტის საათის დროს, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება გადაადგილება, ამ ნორმის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას“ , – განაცხადა ჩიქოვანმა.

მსგავსი თემები