“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ” – პაატა სალია

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ”, – განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ.

მისი თქმით, არსებული რესურსებით ტელევიზიის თანამშრომლებისთვის ხელფასის მიცემა რთული იქნება, თუმცა, როგორც სალიამ განაცხადა, უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა ხელფასები მიიღონ.

„მე არ ვისაუბრებ ახლა რიცხვებზე და რაოდენობაზე. თუმცა, ვმუშაობთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა ხელფასები მიიღონ. არსებული რესურსებით ალბათ, რთული იქნება ამის გაკეთება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეიდან, ხვალიდან ვმუშაობთ ამ თემებზე, რომ ეს არ მოხდეს“, – განაცხადა სალიამ.

მსგავსი თემები