„ყველაფერი კარგადაა, რაკეტები ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს” – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში  ირანის მიერ ერაყში, აშშ-ის ბაზებზე განხორციელებულ თავდასხმაზე განცხადებას აკეთებს და წერს, რომ ამ ეტაპისთვის, ყველაფერი წესრიგშია.

„ყველაფერი კარგადაა, რაკეტები ირანიდან ორი სამხედრო ბაზის მიმართულებით გაუშვეს. მიმდინარეობს მსხვერპლისა და ზარალის შეფასება. ჯერჯერობით ყველაფერი კარგადაა,“ – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.

ინფორმაციისთვის, ირანმა, ერაყში მდებარე ორ ამერიკულ ბაზაზე  სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი ადასტურებს, რომ ეს იყო შურისძიება ყასემ სოლეიმანის მკვლელობისთვის.

მსგავსი თემები