“ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ” – მეუფე იოანე

“გვირილობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, ბაგრატის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოანემ აღავლინა.

მეუფემ ქუთაისელებს „გვირილობის“ დღესასწაული მიულოცა.

„ყველაფერი დაკეტილია, მაგრამ სიხარულს ვერ დაკეტავ“, – აღნიშნა მეუფე იოანემ.

შუადღეს ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში სადღესასწაულო-საზეიმო ზარები დაირეკა.

მსგავსი თემები