“ყველას მოვუწოდებ, ხელი აიღონ პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისგან” – მამუკა მდინარაძე

“აქციის მონაწილეების ნაწილი პერმამენტულად უტევს ეკლესიას და ყველას მოვუწოდებ, ხელი აიღონ პატრიარქისა და ეკლესიის შეურაცხყოფისგან. რაც არ უნდა ურწმუნო იყო, პატივი უნდა სცე შენი ქვეყნის იდენტობას და კულტურას,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

პოლიტიკოსებს დეპუტატი მოუწოდებს, საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდნენ და  ვითარების განმუხტვა დიალოგის გზით დაიწყონ.

“არ მგონია, რომ დისკომფორტი, უხერხულობა არის ის საკითხი, რომელიც უნდა იყოს პრიორიტეტული და არა სახელმწიფოს და პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირება. საუბრობენ გარკვეულ დიალოგზე, კი ბატონო საპარლამენტო ფორმატში საუბარი შეიძლება ნებისმიერ თემაზე, მაგრამ ეს შეიძლება მას შემდეგ, რაც ისინი დაეშვებიან მიწაზე. ქუჩის მარგინალური მეთოდები არ  არის შედეგიანი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიის გზაზე სიარული,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები