“ყველას გთავაზობთ ასეთ დევიზს, არ გადასდო და არ გადაგედება” – მეუფე ნიკოლოზი

“ყველას გთავაზობთ ასეთ დევიზს, არ გადასდო და არ გადაგედება”, – ამის შესახებ საპატრიარქოში სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება.

„ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ. ერთადერთი, რასაც ვერ გავითვალსწინებთ და არც არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ ეჭვი შევიტანოთ საიდუმლოების მადლმოსილებაში და მისტიკურ კავშირში ღმერთთან. ამაში ეჭვს ვერ შევიტანთ. აზრთა სხვადასხვაობა იმ საკითხში, რომ საიდუმლოება მადლმოსილია და არ შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით, ამაში არავითარი აზრთა სხვადასხვაობა არ არის“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, წმინდა სინოდის სხდომა შედგა, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას მიეძღვნა.

მსგავსი თემები