ყველამ პასუხი უნდა აგოს, რომ ლუკას ტრაგიკული შემთხვევა იყოს უკანასკნელი

ლუკა – სულ რაღაც 15 წელი და დასრულებული ახალგაზრდა სიცოცხლე.  არადა, ისრაელიდან ჩამოსული ექიმების შემდეგ, წარმატებული ოპერაციის შემდეგ როგორი იმედი იყო, რომ მოზარდი გადარჩებოდა. „მედიაცენტრი მთავარი“ სამძიმარს, თანადგომასა და მხარდაჭერას  უცხადებს ლუკას ოჯახსა და ახლობლებს. ყველა ადამიანი, თუ ვინმეს წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა სიცოცხლის დასრულებაში, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ყველამ პასუხი უნდა აგოს, რომ ლუკას ტრაგიკული შემთხვევა იყოს უკანასკნელი, იყოს მსგავსი ტრაგედიის დასასრული!      

მსგავსი თემები