„ყველაზე კომფორტში ბანკები დარჩა, მათ მიიღეს მონაწილეობა ადამიანების გაღარიბებაში“ – ბექა ნაცვლიშვილი (ვიდეო)

„დღეს ყველაზე მოგებული დარჩნენ ბანკები, უსამართლოდ და არასამართილინად მოგებულები“ – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”განაცხადა.

ნაცვლიშვილი თვლის, რომ ქვეყანაში ბანკების მიმართულებით არანაირი პოლიტიკა არ გატარებულა.

„დღეს ყველაზე მოგებული კრიზისული ეკონომიკიდან დარჩნენ ბანკები, როდესაც ეკონომიკის ზრდა გვქონდა 5% და ბანკების მოგება იზრდებოდა ეს იყო დამღუპველი, რადგან ბანკებს ეკონომიკის განვითარებაში კი არ მიუღიათ მონაწილეობა, არამედ ადამიანების გაღარიბებაში მიღეს მონაწილეობა და დღეს შესაბამისად სახელმწიფო დგას, რაც არის გასაკვირი და ბანკების მიმართულებით არანაირი პოლიტიკა არ გაუტარებიათ, ესეგი აღმოჩნდა რამოდენიმე ბანკის კეთილი ნების იმედად, ვინც მოქალაქეებს სამი თვით შეუჩერა სესხები“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები