„ყველაზე დიდი რისკი არის ნახტომისებური მატება, როცა ყოველდღიურად გვექნება 50 – მდე ადამიანის დაინფიცირება“ – ივანე ჩხაიძე (ვიდეო)

„ის მატება, რაც დღეს გვაქვს ქვეყანაში შეიძლება იდეალურად ჩაითვალოს დაავადების გავრცელებასთან ბრძოლაში „ – ამის შესახებ თსსუ-ს პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩხაიძე ყველა მოსალოდნელ სცენარზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა დიდი მატების შემთხვევაში შესაძლოა ვეღარ მოხდეს პაციენტების მომსახურება.

„ძალიან მნიშვნელოვანია რეკომენდაციების გათვალისწინება. მთავარი ნაწილი ამ რეკომენდაციების არის ვეცადოთ არ მივიღოთ ახალ ინფიცირებულ პაციენტთა მკვეთრი ზრდა, ის მატება რაც ახლა გვაქვს არის იდეალური ამ ინფექციის მართვის კუთხით. ყველაზე დიდი რისკი არის ნახტომისებური მატება, როცა ყოველდღიურად გვეყოლება 30 და 50 – მდე დაინფიცირებული ადამიანი.

თუ ასეთი მატება გაგრძელდა დიდხანს შეიძლება შეიქმნას პრობლემა პაციენტების მომსახურების. დღეის მდგომარეობით საქართველომ შეძლო შეენარჩუნებინა მინიმალური მატება პაციენტების.“ – განაცხადა ივანე ჩხეიძემ „მედიაცნეტრ მთავარში.”

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები