ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდება

 

საქართველოს პარლამენტში ​ფრაქციაქართული-ოცნება რეგიონების განვითარებისთვის“ წევრი, ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის წყალმომარაგების პრობლემის მოგვარებას ითვალისწინებს.

როგორც “მთავარს” დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ბოლო წლებში, სახელმწიფოს ზრუნვის ერთ-ერთ ძირითად საგანს ინფრასტრუქტურული პროექტები და მათ შორის წყალმომარაგება წარმოადგენს, რაც სიახლე აღარავისთვისაა. პრემიერის განცხადება, რომლებიც განიხილავს წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხს, უკვე კონკრეტულ ციფრებში გამოიხატება, კერძოდ, ეს არის 100-ზე მეტი განხორციელებული პროექტი და 200 000-ზე მეტი კმაყოფილი ბენეფიციარი, რაც იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფოს გააჩნია კონკრეტული ხედვა და გეგმა, რომელიც დროშია გაწერილი, ყველა საკითხთან დაკავშირებით.

​დეპუტატი იმედოვნებს, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, მათ შორის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებშიც, ეს პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.

“მაქვს მაღალი მოლოდინი, რომ ლაგოდეხის ეს კონკრეტული პროექტი, მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და დაიწყება მუშაობა ახალ პროექტზე, ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტენსიური კონსულტაციების საფუძველზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წყალმომარაგების პროექტი ერთ-ერთი ყველაზე საჭირბოროტო საკითხია ქვეყნის რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის. ამჯერად, საუბარია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 5 სოფლის წყალმომარაგების პროექტზე, რომლის ღირებულებაც 17 მილიონ 600 ათას ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდგომ შესაძლებელი გახდება სოფლების: ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, ახალი სამგორის და ვაზიანის 35 ათასი ოჯახის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა.

მსგავსი თემები