ყბის დაზიანებისთვის ჰოლივუდის ვარსკვლავი დააკავეს

ჰოლივუდის 60 წლის ვარსკვლავი, ამერიკელი მსახიობი ალეკ ბოლდუინი დაკავებულია. ის მანჰეტენის რაიონში მომხდარი შელაპარაკების შედეგად დააკავეს, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ჩხუბი პარკინგის გამო მოხდა. ბოლდუინმა 49 წლის მამაკაცს ყბა დაუზიანა, რის შედეგად დაშავებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ალეკ ბოლდუინი ნიუ-იორკის პოლიციამ 4 წლის უკანაც დააკავა, მაშინაც დანაშაული ტრანსპორტირებას ეხებოდა.

 

მსგავსი თემები