ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს.

ბავშვს მკურნალობა თბილისში უტარდება.

რაც შეეხება სოფელ ყარაჯალას, ამ ეტაპზე ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ასევე მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება და 11 ადამიანს ანალიზი უკვე აუღეს.

მსგავსი თემები