“ღია ბაზრობებზე, ძირს, გამონაბოლქვების გვერდით დალაგებული პროდუქცია სარისკოდ ითვლება” – ხათუნა ახალაია

“ნიტრატებისა და ნიტრიტების ჭარბი მოხმარება, ორგანიზმში იწვევს კუჭის გაღიზიანებას, თავის ტკივილის შეგრძნებას – ეს არის ის მახასიათებლები, რომელიც შეიძლება იგრძნო. ამასთან, ამ ნივთიერებებს აქვთ უნარი ჰემოგლობინთან კავშირის და აქვეითებს სისხლში ჟანგბადის გადატანას. სწორედ ეს იწვევს ანემიურ მდგომარეობას, თავის ტკივილებსა და ა.შ.”, – ამის შესახებ ეკოლოგ-ექსპერტმა, ხათუნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პროდუქტი, რომლის რეალიზაციის დროს არაა ჰიგიენური ნორმები დაცული, საშიშია.

“ვინაიდა, რეალიზაციის პროცესში, ღია ბაზრობებზე, ძირს, გზის პირას, გამონაბოლქვების გვერდით დალაგებული პროდუქცია სარისკოდ ითვლება. სარისკოა ძირხვენიანი პროდუქტები. იყენებენ ჰერბიციტებს, ბალახის საწინააღმდეგო პესტიციდს, რომელსაც ძალიან ცუდი თვისებები აქვს. ხოლო, პროდუქციაში პესტიციდის გადასვლა საშიშია”, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ.

ხათუნა ახალაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროდუქტებთან შეხების დროს, ჰიგიენური სიფრთხილე აუცილებელია. 

“შესაძლოა პროდუქცია სწორად იყოს მოყვანილი, მაგრამ ალბათ, ხშირად გინახავთ ბაზრობებზე, როგორ აპრიალებენ ხილ-ბოსტანს, ასხამენ წყალს, საშიშია. შესაძლოა, პათოლოგიური დაავადებები, რომელიც შეიძლება დახლზე მდგომ ადამიანს ჰქონდეს, გადავიდეს ამ ხილზე და სულ შემთხვევით მოხვდეს მომხმარებლის ორგანიზმში. ჰიგიენური სიფრთხილე აუცილებელია და ამ კორონავირუსმა კარგად დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ხელის დაბანა”, – განაცხადა ეკოლოგ–ექსპერტმა, ხათუნა ახალაიამა. 

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები