“ღორის გრიპის“ მეორე ტალღის პოტენციური მოლოდინი არსებობს” – დავით სერგეენგო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპით ავადობის მაჩვენებელმა იკლო.

მისი თქმით, „ღორის გრიპის“ მეორე ტალღის პოტენციური მოლოდინი არსებობს, თუმცა, მცირე პიკის შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა მზად არის.

„გრიპის ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა, ეს არის თეორიული, პოტენციური მოლოდინი, რადგან ჩვენ 3-4 კვირიანი ფაზით ვასწრებთ საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ვვარაუდობთ, რომ მეორე ტალღა შეიძლება იყოს, თუმცა ეს არ არის მოცემულობა. თუ იქნება, უფრო, პატარა პიკის მსგავსი, რომლისთვისაც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მზად არის“, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები