“ღორის გრიპით“ 52 ადამიანი გარდაიცვალა, ახლა ერთი სიკვდილიანობაც არ გვაქვს, პანიკა უადგილოა“ – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას ამშვიდებს და აცხადებს, რომ პანიკა უადგილოა. მან ღორის გრიპის“ პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, დღეს კი გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებულა.

„მინი აფეთქებები იქნება, რაოდენობა მოიმატებს, შეიძლება მნიშვნელოვნადაც. თუმცა, რადგან სახელი „კორონავირუსი“ ჰქვია, მოსახლეობა მტკივნეულად აღიქვავს. როცა იყო „ღორის გრიპის“ ეპიდემია, როგორც ჩანს, სახელი „გრიპი“ ამშვიდებდა მოსახლეობას. მაშინ საქართველში „ღორის გრიპისგან“ 52 ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ საქართველომ დადო ევროპაში საუკეთესო შედეგი და ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სიკვდილობის. ახლა კი არც ერთი სიკვდილიანობა არ გვაქვს, სულ 24 ინფიცირებული გვყავს და პანიკა უადგილოა“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.   

მსგავსი თემები