“ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად, არის ანტისეპტიკი” – მეუფე ნიკოლოზი

“ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი, როგორც სპირტში რომ ჩადო”, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა განაცხადა.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა.

„რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, ეს პრინციპულად არასწორია. გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქმნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სისხლი იესო ქრისტესი, რომელიც თვითონ წვავს და განწმენდს ყოველგვარ დაავადებას. რაც შეეხება კორონავირუსს, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ საკითხს, მაგრამ, მეორე მხრივ, პანიკის ატეხა არ არის სწორი“, – განაცხადა მეუფემ.

მსგავსი თემები