ღაზის სექტორში მომხდარ ხანძარს 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი ემსხვერპლა

9 ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა პალესტინაში, ღაზის სექტორში მომხდარი ხანძრის შედეგად.

დაღუპულთა შორის 4 ბავშვია. დაშავებულებიდან 14 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხობში გაჩნდა, შემდეგ კი მიმდებარე შენობებს მოედო. მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი თემები