“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი” არ არის პოლიტიკური პროექტი” – ეკატერინე ხვედელიძე (ვიდეო)

“ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი” არ არის პოლიტიკური პროექტი, ეს იყო ჩვენი ოჯახის გულწრფელი სურვილი, რომ შეგვექმნა ისეთი მაღალი ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც რეალურად მისცემდა ახალგაზრდებს ახალი ტიპის განათლების მიღების საშუალებას”, – ამის შესახებ „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც „ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მშენებლობას ეხება.

ეკატერინე ხვედელიძემ აღნიშნა, რომ ისე როგორც სხვა მრავალი პროექტი, რომელიც ივანიშვილების ოჯახმა დააფინანსა, ეს უნივერსიტეტიც სახელმწიფოს გადაეცემა საჩუქრად.

„ეს დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ფინანსური შესაძლებლობა გაიზარდა, შესაბამისად, საშუალება გვქონდა, ბავშვები გაგვეგზავნა უცხოეთში სასწავლებლად, მაგრამ რომ ვნახეთ, სტუდენტების სწავლა უცხოეთში არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, რისი მოლოდინიც გვქონდა, მიმართულება საგანმანათლებლო სისტემაში ცვლილებებისკენ შევცვალეთ. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ დავიწყეთ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსება, სკოლებში ინფრასტრუქტურის შეცვლა, მათი ტექნიკური აღჭურვილობა, ყურადღება გადავიტანეთ უკვე არსებულ უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე.

იდეა ნელ-ნელა ყალიბდებოდა. დღეს, როდესაც უკვე სხვანაირ ეპოქაში გადავდივართ და უმაღლესი ტექნოლოგიები უკვე რეალურად შემოდის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რეალურად ხდება თუნდაც ხელოვნული ინტელექტის ინტეგრირება ჩვენს ცხოვრებაში, უმაღლესი ტექნოლოგიის უნივერსიტეტი ძალზედ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მისცემს შესაძლებლობას მშობლებს, ახალგაზრდებს, რომ შეაფასონ მომავალი, გადახედონ მომავლის პროფესიებს. ამავე დროს, ეს იქნება ახალი ფორმატის სწავლება, სადაც საგანმანათლებლო სისტემის ერთი ოჯახი შეიკვრება, ანუ, გაუსვლელად, მუდმივი ცხოვრების პირობებში ბავშვები ერთმანეთსაც უფრო დაუახლოვდებიან, განათლებაც უფრო იოლი და სახალისო იქნება და ეს იქნება მნიშვნელოვნად ახალი ფორმა სწავლების საქართველოს სივრცეში. რა თქმა უნდა, უცხოეთში ასეთი სწავლების ფორმა მრავლად არის, მაგრამ საქართველოსთვის ეს სიახლე იქნება“,- განაცხადა ეკატერინა ხვედელიძემ.

https://www.facebook.com/watch/?v=2393145830945172

მსგავსი თემები