ქუთაისში, 23 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორისაა სასწრაფო დახმარების ექიმიც

ქუთაისის ლაბორატორიაში 23 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. მათ შორისაა სასწრაფო დახმარების ექიმი, რომლის დედასაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.

გამოკვლეულია ინფექციურ საავადმყოფოში ბოლოს მოთავსებული პაციენტების კონტაქტები და ამ დროისთვის არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ ახალგაზრდა კაცს, რომელსაც საკონტროლო ტესტი ჩაუტარდა, მისი ანალიზის პასუხი სუსტად დადებითია. შესაბამისად, პაციენტი მკურნალობას აგრძელებს.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში 383 ადამიანი იმყოფება. დღეს 39 -მა მოქალაქემ დატოვა სასტუმროები. თვითიზოლაციაში კი 89 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი თემები