“ქუჩური გარჩევები” სისხლის სამართლის წესით დაისჯება

ე.წ. ქუჩური გარჩევების გამო, კონფლიქტში მონაწილე პირები შესაძლოა სისხლის სამართლის წესით დაისაჯონ. განსაკუთრებით გამკაცრდება სასჯელი იმ პირთა მიმართ, ვინც ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში არასრულწლოვნების ჩაბმას შეეცდება.

საკანონმდებლო პაკეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მთავრობა განაგრძობს კრიმინალთან და კრიმინალურ მენტალიტეტთან ბრძოლას, რომლის ერთ-ერთი სერიოზული გამოვლინება სწორედ ე.წ. ქუჩური გარჩევებია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, “ქუჩური გარჩევების” სიხშირე და ხშირ შემთხვევაში მძიმე შედეგები მთავრობის მხრიდან უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებას საჭიროებს.  

„კანონი განსაკუთრებით გამკაცრდება იმ პირთა მიმართ, ვინც გაბედავს, რომ არასრულწლოვნები იყვნენ ჩართული ასეთ დანაშაულებრივ ქმედებაში. კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდება და შევძლებთ, თავიდან ავიცილოთ ის მძიმე შედეგები, რომლებიც ხშირ შემთხვევებში ასეთ გარჩევებს უკავშირდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები