ქუჩური გარჩევები კრიმინალად ჩაითვლება – გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მალე, ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია მოხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა, ასევე, იქნება კრიმინალიზებული.

რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს, გახარიას შეფასებით, ამ “ღიმილისმომგვრელ ისტორიებს” და მათთან დაკავშირებულ კითხვებს არჩევნების შემდგომ გაეცემა პასუხი.

“ჩვენ გავამკაცრეთ კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ კანონი, შედეგები, უბრალოდ, რომ ჩაიხედოს ვინმემ, რა ხდება ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის ნაწილში დღეს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ასევე, მინდა სიახლე გამცნოთ – უახლოეს პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მოხდება საერთოდ ქუჩური გარჩევის კრიმინალიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა სახის მართლმსაჯულების სისტემის მიღმა ურთიერთდამოკიდებულების გამოკვლევა ან გარჩევა, ასევე, იქნება კრიმინალიზებული.
რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს და ამ აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელ ისტორიებს, ზოგან ერთი, ზოგან ორი მსახიობის თეატრების მრავალსერიიან ფილმებს, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო კონტექსტით, დარწმუნებული ვარ, გადაივლის ეს არჩევნებიც და ყველა ამ კითხვას გაეცემა პასუხი შემდგომ. უბრალოდ, მთავარია, რომ ამის შემდგომ არ დაგვრჩეს რაღაც ისეთი შეგრძნებები, რომლებიც ობიექტურობისგან იქნება ძალიან მოშორებული”, – აცხადებს შს მინისტრი.

მსგავსი თემები