ქუჩის ძაღლებისთვის ხის სახლები კიდევ ორ ქუჩაზე დადგეს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლებმა, მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები ქალაქში, კიდევ ორ მისამართზე – ხომლის ქუჩის N17-ში და ბეჟანიშვილის ქუჩის მე-14 კორპუსის მიმდებარედ დადგეს.

ამ ქუჩების ბინადრები, რომლებსაც ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სახელებიც კი შეურჩიეს –  ბიმი, შავტუხა და ჭრელა, დაბინავებულია.

დედაქალაქის ქუჩებსა და პარკებში, ქუჩის ცხოველებისთვის კვების აპარატები და ხის სახლები, პირველად რიყის პარკში, ვერის ბაღსა და ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკში გამოჩნდა. მაგრამ მალევე ვალდალიზმის მსხვერპლი გახდა. კვების აპარატი დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს.

მსგავსი თემები