“ქულაზე ბევრად მეტი” – რატომ თქვეს უარი პასუხის გაცემაზე „წიგნების თაროს“ მონაწილეებმა (ვიდეო)

გადაცემაში „წიგნების თარო“, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებიან,  მოწინააღმდეგეებმა მეგობრული ჟესტი გამოხატეს. გადაცემის წამყვანი კითხულობდა ციტატას ქართული ენციკლოპედიური თხზულებიდან „კალმასობა“, მონაწილეებს კი უნდა გამოეცნოთ, თუ რომელი ნაწარმოებიდან იყო ეს სიტყვები.

ერთ-ერთი გუნდის წევრს თხზულების სათაურში ერთი სიტყვა შეეშალა და  „კალმისობა“ უპასუხა. მოწინააღმდეგე გუნდმა სწორედ ამ პატარა შეცდომის გამო მათ მიმართ მეგობრული სოლიდარობა გამოხატა.

ვეკუას სკოლამ პატივი სცა მოწინააღმდეგე გუნდს და უარი განაცხადა პასუხის გაცემაზე, მიუხედავად იმისა, რომ სწორი პასუხი იცოდნენ.

ვიდეო: https://web.facebook.com/wignebistaro/videos/456066468439395/

მსგავსი თემები