ქუთაისში, სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა  

​ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 52-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, საფრთხის შემცველ შენობებში ცხოვრობდნენ. ჯამში, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი 4 ობიექტი დაიხურა.

​როგორცმედიაცენტრ მთავარს” ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, ახალაშენებულ კორპუსში არსებული 52 ბინიდან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი.

მათივე ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე, იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი, ჯამში, 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.

​იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ გადასცეს.

მსგავსი თემები