ქუთაისში “მშვიდობის ბურთის” ძეგლი დადგეს 

ქალაქ ქუთაისში, ტორპედოს სტადიონთან, “მშვიდობის მოედანზე” პირველად მსოფლიოში “მშვიდობის ბურთის” მონუმენტი დაიდგა, რომელზეც სიტყვა მშვიდობა 67 ენაზე არის განთავსებული. მათ შორის, აფხაზურ და ოსურ ენებზე. ​

​როგორც იდეის ავტორი, მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური „კლუბ LLL“-ის პრეზიდენტი, ბესიკ ადამია აცხადებს, ამით მოიხსნა პარიზის მშვიდობის კედლის რეკორდი, სადაც მშვიდობა 49 ენაზე წერია ქართულის გარდა, კავკასიური ენებიდან მხოლოდ სომხურად.

მშვიდობის ბურთზე მშვიდობა წერია პარიზის მშვიდობის კედლის 49 ენას პლიუს ქართულ, აფხაზურ და ოსურ, ჩრდილოეთ კავკასიურ, გაეროს, და რიგ საინტერესო ანბანის მქონე ენებზე, რომლებიც განლაგებულია დიდი ფორმატის ქართული მშვიდობას ქვემოთ, ისინი იწყება ებრაულ ენის სიტყვა მშვიდობით.

“ვიცი იქნება კითხვები, მაგრამ მჯერა ქართული საზოგადოება დადებითად შეაფასებს “მშვიდობის ბურთს” და ის საამაყო იქნება არა მხოლოდ ხელისუფლებისათვის, არამედ ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მყოფი ქართველებისათვის. აქვე, უცხოელებს, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ მეზობლებს მივმართავ საქართველოში ჩამოვიდნენ არა საომრად და ტერორისტული საქმეებისთვის, არამედ მშვიდობიანი მიზნებით და მხოლოდ მეგობრობისთვის”, – აცხადებს ბესიკ ადამია.

იგი იდეის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას და ყველა ქუთაისელს. მონუმენტი მოქანდაკე გიორგი კიკვაძემ შექმნა.

ბესიკ ადამიას იდეაა, ასევე, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის ძეგლის ქვეშ განთავსდეს ქართული წარწერა: „მამული, ენა, სარწმუნოება, თავისუფლება“. ​ ​როგორც ბესიკ ადამიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, აღნიშნული ინიციატივით თბილისის მერიას 4-ჯერ მიმართა, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიუღია. იდეა  საქპატენტში რეგისტრირებულია.

მსგავსი თემები