ქუთაისში მოზარდი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა

ქუთაისში, მოზარდი, რომელსაც ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა. 
მოზარდი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სასწრაფო დახმარების მანქანას გადაჰყავდა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
 
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, მძღოლი პოლიციას თავად ჩაბარდა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები