ქუთაისში გამოკვლეულ კიდევ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში, „ცხელების ცენტრში“  ლაბორატორიიდან რვა საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია.

ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრის დირექტორის, არჩილ მუკბანიანის განცხადებით,  გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 15-მა პაციენტმა მიმართა.

ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მათგან ხუთს კორონავირუსზე ანალიზს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

ამასთან, მუკბანიანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა, მიიღონ მითითება, რომ კორონავირუსზე ანალიზი „ცხელების ცენტრში“ შესულ ყველა პაციენტს აუღონ. გადაწყვეტილება დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

მსგავსი თემები