„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ევროპული, მსოფლიო სტანდარტების მქონე უნიკალური, აკადემიური პროექტია“ – მიხეილ ჩხენკელი

„რომ არა ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის უაღრესად მნიშვნელოვანი ინვესტიცია ამ საშვილიშვილო პროექტში, შეუძლებელი იქნებოდა საქართველოში ამ მასშტაბის და დონის უნივერსიტეტის დაარსება“ – აცხადებს აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მისი შეფასებით,  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მსოფლიო ასპარეზზე კონკურენტუნარიანები იქნებიან. ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის იდეა, რომლის ავტორი ბიძინა ივანიშვილია, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ხედვაა ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის“ – ამბობს ჩხენკელი. მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის ჭეშმარიტად ევროპული, მსოფლიო სტანდარტების მქონე, მართლაც უნიკალური, აკადემიური პროექტი და თვითონ სახლშიც – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სიტყვა „საერთაშორისო“ არ ნიშნავს იმ ფილოსოფიას რაზეც არის დაფუძნებული ეს უნივერსიტეტი.

როგორც ჩხენკელი აღნიშნავს, ქართველ პროფესორებთან ერთად, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ უცხოელი პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან – გერმანიიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იაპონიიდან.

ყოველივე ეს განაპირობებს იმას, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იქნებიან კონკურენტუნარიანები მსოფლიოს ასპარეზზე. ამასთან, მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთვება ქართული სამეცნიერო სათვისტომო.

„ონლაინ რეჟიმი საშუალებას გვაძლევს, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში ძალიან აქტიურად ჩავრთოთ ქართული სამეცნიერო სათვისტომო. მათ ჩვენ შევხვდით და ისინი ძალიან დიდი ინტერესით და ენთუზიაზმით ჩაერთვებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიურ ცხოვრებაში. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი და სწორედ მასთან ერთად შეიქმნა აკადემიური პროგრამები, რაშიც გვექნება პირველი მიღება. ძალიან სასიხარულო ფაქტია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი მსოფლიოში ძალიან ცნობილი, წამყვანი მეცნიერი, მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილი პრეზიდენტი პროფესორი-ვოლფგანგ ჰერმანია“ – აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

მსგავსი თემები