„ქუთაისის პარლამენტის შენობამ უნდა შეიძინოს, უფრო მიმზიდველი დატვირთვა“- გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ქუთაისში არსებული, პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს. პრემიერი თვლის, რომ შენობა, ქალაქისთვის გაცილებით გაცილებით მნიშვნელოვან ფუნქციას შეიძენს.

„ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ. ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტრომ დაიწყო. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის ბევრად უფრო მეტი იქნება, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, პარლამენტის არსებულ შენობას ექნება თავისი დატვირთვა. მან უნდა შეიძინოს ახალი, ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი დატვირთვა. ქუთაისის მომავალი რა შეიძლება და რა უნდა იყოს? განათლება, მედიცინა, ლოგისტიკა და კიდევ ბევრი რამ და არა მხოლოდ და მხოლოდ პარლამენტი“, – განაცხადა გახარიამ.

უმრავლესობის წევრები თვლიან, რომ შენობის გაყიდვა გართულდება, რადგან მისი აშენება თავის დროზე საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა:

„იყო საუბარი, რომ შენობას სხვა ფუნქცია შეეძინა, მაგრამ ვერ მოხერხდა. ვფიქრობ, რომ მისი გაყიდვა მარტივი არ იქნება, რადგან მისი აშენება, როგორც ვიცი 300 000 დოლარი დაჯდა, ვნახოთ ტენდერი გამოცხადდება ალბათ და გამოჩნდება ყველაფერი.“- განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ.

მსგავსი თემები