ქუთაისის ლაბორატორიაში გამოკვლეულ 204 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

იმერეთის რეგიონში უკვე 13 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 204 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა.

ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პაციენტების, სამედიცინო პერსონალის, საკარანტინო სივრცეებიდან გამსვლელ პირთა და ძევრის შშმ პირთა თავშესაფრის პერსონალის ბიოლოგიური ნიმუშები იყო.

გიორგიძის ინფორმაციით, „კოვიდ 19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 206 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი თემები