ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფში გამოვლენილი ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო უცნობია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გუშინ, 4 აპრილს 67 წლის კაცი შეიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. კლინიკის მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, კაცის დაინფიცირების წყარო, ამ ეტაპზე უცნობია. 

“საშუალო სიმძიმის პაციენტია, მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია. ნიშანდობლივს არაფერს არ ამბობს. ეპიდემიოლოგები მუშაობენ შესძლო კონტაქტებზე”- თქვა ნადირაძემ და აღნიშნა, რომ კლინიკაში კორონავირუსით უკვე ხუთი პაციენტი მკურნალობს.

30 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე – კომენდანტის საათი. 

ამ დროსითვის საქართველოში კორონავირუსით ორი ადამიანია გარდაცვლილი.

მსგავსი თემები